შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

გოთუას 12-ში კლდის ჩამონგრევის გამო მშენებლობა შეჩერებულია

„გოთუას 12-ში მშენებლობა არ გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება გეოლოგების კვალიფიციური დასკვნა მორღვეული კედლის გამაგრებისა და მშენებლობის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე,“ - ეს განცხადება საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დღეს გოთუას 12-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ადგილობრივების თხოვნით შედგა და მათ გამგებელს მიმართეს თხოვნით უზრუნველყოს ისეთი ღონისძიებების გატარება, რითაც დაცული იქნება მათი უსაფრთხოება და მშენებლობას არ მოყვება არასასურველი შედეგები.

გოთუას N12-ში მიმდინარე მშენებლობისას კლდე გუშინ ჩამოიშალა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კლდე შლას განაგრძობს და აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ჩატარდეს გეოლოგიური კვლევა. ამასთან, ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ მშენებლების მიერ წარმოდგენილი კვლევის დასკვნას და მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალისტები გადაწყვეტენ, რომ მშენებლობა დასაშვებია და ის საფრთხეს არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას,“ - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

შეხვედრას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

10 აგვისტო 2016