შშმ პირთათვის
უკუკავშირი
ცხელი ხაზი 272 22 22

სოციალური პროექტები

A+
A-

სოციალური პროექტები

 

განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

 

ა) სოციალური მიმართულებებით პროექტების წლიური გეგმის შედგენა;

 

ბ) მიმდინარე    რეჟიმში    შემოტანილი    განცხადებებსა    და    გამოვლენილი  პრობლემებზე    დაყრდნობით სოციალური მიმართულებით პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;

 

გ) კორესპონდენციების გარჩევა და რეაგირების გზების მოფიქრება;

 

დ) სოციალური პროექტების მართვა, გეგმების, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;

 

ე) პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნების დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;

 

ვ) სოციალური მიმართულებით პროექტებში ჩართულ პროვაიდერებთან ურთიერთობების განვითარება;

 

ზ) დაგეგმილი   პროექტებისა   და   პროგრამების   მუდმივი   ანალიზი,   გაუმჯობესების   შესაძლებლობების აღმოჩენა;

 

თ) წარმატებული პროექტების გამოვლენა, შესწავლა, მათი სერვისებად ფორმირება და დამკვიდრება;

 

ი) პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;

კ) მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთან.