შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

საზოგადოებრივი საბჭო

A+
A-

საზოგადოებრივი საბჭოები

საზოგადოებრივი საბჭო არის საბურთალოს რაიონის გამგებლის ბრძანებით შექმნილი საკონსულტაციო ორგანო.

იგი დაკომპლექტებულია საბურთალოს რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით, ბიზნესის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგებლებით.

საბჭოში სულ 21 წევრი შედის, რომელთაგან 10 შესაბამის ტერიტორიული მართვის ერთეულში რეგისტრირებული მოქალაქეა, 2 ბიზნესის, 2 მედიის, 2 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და უშუალოდ გამგეობის მიერ შერჩეული 5 პირი.

საბჭოს წევრთა შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. წევრობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდა 2015 წლის 1 თებერვლიდან. მოქალაქეების შერჩევა მოხდა კომისიის მიერ 2 ეტაპად, კომისია შედგებოდა გამგეობის იურისტის, საკრებულოს საბურთალოს რაიონის დეპუტატებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

პირველ ეტაპზე წევრობის მსურველთა მიერ წარმოდგენილ იქნა განაცხადი და 50 მხარდამჭერის ხელმოწერა, რის შემდეგაც კომისიამ გამოავლინა შემდეგ ეტაპზე გადასულთა სია. მეორე ეტაპი იყო გასაუბრება, რის შემდეგაც მოხდა წევრთა საბოლოო შერჩევა. შეიქმნა სამი საზოგადოებრივი საბჭო საბურთალოს რაიონის სამ ტერიტორიულ ერთეულში:

• დიღომი, ვაშლიჯვარი

• ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა

• კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ქუჩა

 

საზოგადოებრივი საბჭო არის მოქალაქეთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩაერთონ მათი უბნის, ქუჩის, ქალაქის მართვაში, გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში. მიაწვდინონ მოსახლეობის სურვილები გამგეობის ხელმძღვანელ პირებს და თავად უზრუნველყონ საბურთალოს რაიონის მაცხოვრებელთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა. საზოგადოებრივი საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშედ). საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობს მისივე რიგებიდან არჩეული თავმჯდომარე. საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი საბჭოების პროექტი თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ ამ რაიონში განხორციელდა. პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს.