შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან შეთანხმებით განისაზღვრება

რა იქნება საბურთალოს რაიონის გამგეობის პრიორიტეტები 2017 წლისათვის - ამ თემებს გამგეობა საუბნო განყოფილებების მიხედვით მოქმედ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან შეთანხმებით განსაზღვრავს.

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე სამივე საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ უბანში არსებული პრობლემები განიხილა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები საუბნო განყოფილებების მიხედვით პერიოდულად იკრიბებიან და მათი უბნის საკითხებს იხილავენ და თავს უყრიან იმ ძირითად საკითხებს, რაც პირველ რიგში საჭიროებს მოგვარებას.

30 აგვისტო 2016