თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები დედაქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აქტიურად მუშაობენ. ამ ეტაპზე, არსებული რესურსი, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებს უმკლავდება. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება დამატებითი ძალის მობილიზაცია, თბილისის მერია დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნები და ნივთები შეგროვდება თბილისის რაიონების გამგეობებში. ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სხვადასხვა ნივთები დაზარალებულ მოსახლეობას გადასცენ, შეუძლიათ, ისინი ჩააბარონ საგანგებო შტაბებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებში უკვე გაიხსნა.
დედაქალაქის რაიონების გამგეობები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: ვაკის გამგეობა - თამარაშვილის ქ.N10ა; საბურთალოს გამგეობა - მიცკევიჩის ქ.N29; მთაწმინდის გამგეობა - ძმები ზუბალშვილების ქ.N48; ჩუღურეთის გამგეობა - დავით აღმაშენებლის გამზ.N65; დიდუბის გამგეობა - რობაქიძის N2; ნაძალადევის გამგეობა - გურამიშვილის გამზ. N16ა; გლდანის გამგეობა - სარაჯიშვილის N1გ; კრწანისის გამგეობა - გორგასლის ქ.N115; ისნის გამგეობა - ნავთლუღის ქ.N8_1; სამგორის გამგეობა- მოსკოვის გამზ. N14.