ინფრასტრუქტურული პროექტები
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილება არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით დროულად და მაღალი ხარისხით დაგეგმვა-განხორციელება. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
• ხარისხიანი და დეტალური პროექტების შედგენის უზრუნველყოფა;
• საპროექტო სამუშაოების მაღალი ხარისხით და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
• პროექტის განხორციელებისას მოსალოდნელ და დამდგარ რისკებზე დროული რეაგირება.
• პროექტებისა და პროგრამების წლიური გეგმის მიხედვით ცალკეული პროექტების დეტალური დაგეგმვა- დაპროექტება;
• დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა, საპროექტო დავალებების შედგენა, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება;
• საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტური აქტების შედგენა;
• მოძრაობის უსაფრთხოების სქემის შედგენა საჭიროების შემთხვევაში;
• სპეციფიკური ანდა მასშტაბური პროექტების შემთხვევაში გარე რესურსის დახმარების ინიცირება;
• საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
• ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროგრამების წლიური გეგმის შედგენა მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
• მიმდინარე რეჟიმში შემოტანილი განცხადებების, გამოვლენილი პრობლემებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროექტების განხორციელების ინიციატივების შემუშავება;
• კორესპონდენციების გარჩევა და რეაგირების გზების მოფიქრება;
• ინფრასტრუქტურული მიმდინარე პროექტების მართვა, გეგმების, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
• პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების მოთხოვნების დადგენისა და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
• პროექტებში ჩართულ პროვაიდერებთან ურთიერთობების განვითარება;
• დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მუდმივი ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა;
• პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისას წარმოქმნილი პრობლემების, ვადების დარღვევის რისკების, არასათანადო ხარისხის მიღწევის რისკების დროულად აღმოჩენა, მიზეზების მოკვლევა და საკითხის გატანა პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციისა და მართვის საბჭოზე;
• მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელთან.