შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22
A+
A-

საუბნო განყოფილება არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა რაც შეიძლება მეტი პრობლემისა და საჭიროების გამოვლენა და მათი მაქსიმალური კმაყოფილების უზრუნველყოფა მომსახურების ხარისხით.

განყოფილება მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების, რაიონის გამგეობის ტიპური დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

განყოფილება ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

განყოფილების ამოცანებია:

• კონკრეტულ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემისა და მოსახლეობის/იურიდიული პირების მოთხოვნების გამოვლენა;

• მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება;

• ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების მხარდაჭერა.

 

განყოფილების ფუქციებია:

• პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენის სტრატეგიისა და გეგმის მიხედვით დეტალური სამუშაოების დაგეგმვა.

• ყოველდღიური ანგარიშის წარმოება განხორციელებული სამუშაოებისა და მიღებული ინფორმაციის შესახებ;

• ტერიტორიების მონიტორინგისას საჭიროების შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება;

• მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა მიღება და მომსახურეობა;

• განცხადებების, წერილების მიღება სტანდარტების დაცვით, მათი თავმოყრა და დროულად მიწოდება კანცელარიისთვის;

• კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობასა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობების განვითარება.

 

საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილებები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

• დიღომ-ვაშლიჯვრის საუბნო განყოფილება - იოანე პეტრიწის N10

• ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩის საუბნო განყოფილება - ვაჟა-ფშაველას N18

• კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ქუჩის საუბნო განყოფილება - კოსტავას N72