საბურთალოს რაიონის გამგეობა წარმოადგენს თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოს, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის - რაიონის მართვას.
გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობის, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის, თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.