შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

გამგეობის შესახებ

A+
A-

გამგეობის უფლებამოსილებები:

- თბილისის განვითარების სტრატეგიის, პროგრამებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, რაიონის განვითარების სტრატეგიის, პროგრამებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტების შემუშავება;

- რაიონის ტერიტორიაზე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

- თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

- კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურული ერთეულისათვის მოთხოვნის წარდგენა საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებებისა და გადანაწილების შესახებ;

- თბილისის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების გადახდის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურული ერთეულისათვის წარდგენა;

- ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადების კოორდინაცია და განხორციელების ორგანიზება;

- საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

- დაქვემდებარებული ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა, ასევე გამგეობის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე დაზიანებული გზის საფარის მიმდინარე (ორმოული) და ფრაგმენტული შეკეთებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრების ტერიტორიაზე არსებული ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის გზის საფარის მოწყობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- დაქვემდებარებული ტერიტორიის გამწვანება; მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებაზე (შეტყობინებაზე) რეაგირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

- მის გამგებლობაში გადაცემული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობა და სარგებლობა; მის სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების ობიექტების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;

- რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;

- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელება;

- დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სოციალური მომსახურების ორგანიზება;

- მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

- საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამათა შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება;

- დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის შეკრება და ანალიზი;

- დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უძრავი ძეგლების ადაპტაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

- მონაწილეობის მიღება იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში ან წარმოებულ სამუშაოებში, რომელიც შეეხება დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების და დამცავი ზონის სისტემაში არქიტექტურულ-მშენებლობის პროცესებს;

- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონში მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის უზრუნველყოფა;

- საქართველოს კანონმდებლობით, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.