შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

განცხადებები

საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 10 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, 25 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება.  მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ  წელს  საზაფხულო ბაგა-ბაღების რაოდენობის გაზდა გადაწყვიტა.
1 ივლისიდან  31 ივლისის ჩათვლით თბილისის ათივე რაიონში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ,,საზაფხულო  ბაღები’’ გააგრძელებენ. საზაფხულო ბაგა-ბაღები შეირჩა ადგილ-მდებარეობის, კეთილმოწყობილი შენობისა და ეზოს ფაქტორების  გათვალისწინებით. 
საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.kids.org.ge  10 ივნისიდან  28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო ბაღში დარეგისტრირებით აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

 

საზაფხულო ბაღების სია:

1.     გლდანი 48 საბავშვო ბაღი - ჩიქვანაიას 38
2.     გლდანი  205 საბავშვო ბაღი - გლდანის V მიკრორაიონი
3.     გლდანი  - 1-ლი ლოგოპედიური  საბავშვო ბაღი - გლდანის VIII მიკრო რაიონი
4.     გლდანი 184  საბავშვო ბაღი  - მუხიანის I მიკრორაიონი
5.     დიდუბე 15  საბავშვო ბაღი - გაფრინდაულის 6
6.     დიდუბე  23  საბავშვო ბაღი - დიღმის მას. IV  კვარტალი
7.     დიდუბე  - 91  საბავშვო ბაღი - წერეთლის 136
8.     ვაკე - საბავშვო ბაღი  - ფალიაშვილის 34
9.     ვაკე - 27 საბავშვო ბაღი - შავშიშვილის 5
10.  ვაკე - 85  საბავშვო ბაღი -       ვაჟა–ფშაველას 71
11.  ისანი - 29  საბავშვო ბაღი - პატარძეულის 1
12.  ისანი - 66  საბავშვო ბაღი - გუთნის I ჩიხი
13.  ისანი - 182  საბავშვო ბაღი -ვაზისუბნის დასახლება
14.  ისანი - 215  საბავშვო ბაღი -ქ.ჩოლოყაშვილის 1
15.  კრწანისი -51  საბავშვო ბაღი -  გორგასლის 43
16.  მთაწმინდა - 170 -  შანიძის 28
17.  ნაძალადევი - 9  საბავშვო ბაღი -გუდამაყრის 2
18.  ნაძალადევი43  საბავშვო ბაღი - ლაითურის 64
19.  ნაძალადევი - 60  საბავშვო ბაღი - თემქა XI მიკრო III კვარტალი
20.  საბურთალო - 198 საბავშვო ბაღი  - ი.პეტრიწის 15/ა
21.  საბურთალო -  საბავშვო ბაღი იმედი  - ბახტრიონის 8
22.  სამგორი 28  საბავშვო ბაღი - მესამე მასივი X კვარტალი
23.  სამგორი  - 45  საბავშვო ბაღი - ჯავახეთის 8/ა
24.  სამგორი -16  საბავშვო ბაღი -  ბ.ხმელნიცკის 181
25.  ჩუღურეთი - 34  საბავშვო ბაღი - გრანელის 17

 
04 ივნისი 2015