საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გამგებლის მოადგილეებთან, ასევე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, შორენა ბუხრაშვილთან ერთად სოფელ ძველ ვეძისში იმყოფებოდა.
13-14- ივნისს თბილისში და მის შემოგარენში მომხდარმა სტიქიამ სოფელი ძველი ვეძისი გარესამყაროს მოწყვიტა. დასახლება მდინარე დიღმულას ხეობაში მდებარეობს, თუმცა ეს ტერიტორია მდინარის ადიდებასთან ერთად მთის ფერდობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კიდევ უფრო მეტად დააზარალა.
მნიშვნელოვნად დაზიანდა სოფლის ერთადერთი გზა, რომელიც სტიქიამდეც არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. გზას გაუჩნდა ნაპრალები და ჩაიხერგა ფერდობიდან ჩამოსული ქვაღორღითა და ნაშალი მასალით.
ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ გრუნტის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დააფინანსა. 6,000-მდე კვადრატული მეტრი ფართობის გზა ქვაღორღისგან გაიწმინდა, სპეცტექნიკით მოსწორდა და მოიხრეშა.
სამუშაოები შპს. „მელსანიმ“ შეასრულა. პროექტის ღიორებულება 103,000 ლარია.