შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში ხუთი ახალი სკვერი მოაწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში ხუთი ახალი სკვერი მოაწყო

დიდ დიღომში ხუთი ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სათამაშო მოედნები საქანელებით, კომბინირებული სასრიალო მოწყობილობებითა და მოსასვენებელი ზონებით დიდ დიღმის მე-3, მე-4 მიკრორაიონებში, ასევე გიორგი ბრწყინვალისა და მირიან მეფის ქუჩებზე გაკეთდა.

მიმდინარე სამუშაოები ხუთივე მისამართზე დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, შორენა ბუხრაშვილთან ერთად დაათვალიერა. სკვერების მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ხუთივე მისამართზე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დეკორატიული მოაჯირები, ხის სკამები, განთავსდა სანაგვე ურნები. სკვერების მოწყობისას შენარჩუნებული იქნა ტერიტორიაზე მანამდე არსებული ნარგავები.

ახალი სათამაშო მოედნები მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე დაიგეგმა, დაპროექტდა და მოეწყო. ახალი სკვერები შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: მე-3 მიკრორაიონის N30 და N22 კორპუსების მიმდებარედ, მე-4 მიკრორაიონში N21 კორპუსის მიმდებარედ, გიორგი ბრწყინვალეს N25-თან და მირიან მეფის N15-თან.

24 ივლისი 2015