შშმ პირთათვის
კონტაქტი
ცხელი ხაზი 272 22 22

სიახლეები

საყრდენი კედლისა და სანიაღვრე არხის მშენებლობა სოფელ დიღომში

სოფელ დიღომში, ფარსმან სონღულაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. გზის აღნიშნული მონაკვეთი 3 ივნისს ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის დროს ჩაინგრა. მომხდარის მეორე დღიდანვე საბურთალოს რაიონის გამგეობამ აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაზე მუშაობა დაიწყო. 
ამ ეტაპზე, ჩასხმულია კედლის საძირკველი და მიმდინარეობს ბეტონის სამუშაოები. რკინა-ბეტონის საყრდენ კედელთან ერთად აქ სანიაღვრე არხიც მოეწყობა, რათა მაღლიდან მოვარდნილმა წყალმა კალაპოტში იმოძრაოს. აღნიშნული კონსტრუქცია გზას მომავალში დაზიანებისგან დაიცავს.
პროექტს კომპანია „გია ქონსტრაქშენი“ ახორციელებს. კედლის მშენებლობის ღირებულება პროექტის მიხედვით,124,534 ლარია, ხოლო სანიაღვრე არხის მოწყობა 60,000 ლარად არის შეფასებული.

05 აგვისტო 2015